ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 259 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 23-ს დაუდასტურდა.

ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 104 ადამიანი მკურნალობს. სოხუმის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 30 პაციენტი, გაგრის საავადმყოფოში - 37, ოჩამჩირეს საავადმყოფოში - 12, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი 8 პაციენტი მკურნალობს. კიდევ 26 კოვიდინფიცირებული სოხუმის რუსულ სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 11761 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 180 პაციენტი, 10598 კი გამოჯანმრთელდა.