ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 298 ადამიანს. 

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 105 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის 31-ის მდგომარეობა მძიმეა. გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი. 

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სულ 50 ადამიანი გარდაიცვალა, 2 500 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ჯამში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 4649.