ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

გასული 24 საათის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 62 პირს დაუდასტურდა. გართულებული ინფექციის შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი. 

37 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

განახლებული მონაცემებით, სოხუმის საავადმყოფოში, კორონავირუსის დიაგნოზით 36 პაციენტი მკურნალობს. გაგრაში - 26, ოჩამჩირეში - 16, ტყვარჩელის საავადმყოფოში კი 15 პირი.