ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი 173 ადამიანს ჩაუტარდა, აქედან ვირუსი 18 მათგანს დაუდასტურდა. დაინფიცირებულთა რაოდენობა 15 292-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 61 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 14 589-მდე გაიზარდა.

ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა არ გაზრდილა და კვლავ 230-ს შეადგენს.