ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 218 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 60-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 120 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 31 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 617 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 222 და გამოჯანმრთელდა 13 650 ინფიცირებული პაციენტი.