ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 348 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 136-ს დაუდასტურდა. 

ე.წ ოპერატიული შტაბის ინფორმაციით< ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 25 000-ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათში ინფექციას კიდევ 6 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 378-მდე გაიზარდა.