ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება. 

მათი ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში 114 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება. მათგან 27-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 59-ისა კი საშუალო სიმძიმის. 

ამ დრომდე აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში საერთო ჯამში ინფიცირების 3 567 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელებულია 1 355. გარდაიცვალა - 33 პაციენტი.