ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 67 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება კორონავირუსზე. შედეგად 13 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 308 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 117 გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.