ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 26 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირება 26 პირს დაუდასტურდა. ტესტირება 200 ადამიანს ჩაუტარდა. 

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 72 პაციენტი მკურნალობს. მათგან 13-ის მდგომარეობა მძიმეა. 

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. 

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით სულ 202 პირია გარდაცვლილი.