ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 90 წლის პაციენტი გუდაუთის საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. 

ადგილობრივი მედიის ინფირმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 41 შემთხვევა დადასტურდა. 

ეპიდემიის სტატისტიკური მაჩვენებლები ასეთია: ტესტი 216 ადამიანს ჩაუტარდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1286-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელებულია 369 და დაღუპულია 9 ადამიანი.