ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე შემოწმებული 90 ადამიანიდან, ინფიცირება 18 პირს დაუდასტურდა.

ამ დროის მონაცემებით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 62 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, აქედან 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 674 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 186 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 6 გარდაიცვალა.