ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 59 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 198 ადამიანს ჩაუტარდა, COVID-19 აქედან 59-ს დაუდგინდა.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 98 კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება. მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 1054 შემთხვევაა დაფიქსირებული, სულ გარდაცვლილია 7 პაციენტი.