ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ თაგილონში 60 წლის ქალს ეძებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ თაგილონში 60 წლის ქალს ეძებენ.

დაკარგულის ნათესავების ინფორმაციით, ლუარა ლემინჯავა ოკუპირებულ აფხაზეთში ერთი კვირის წინ გადავიდა და დღეს დილით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით გეგმავდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალმა მდინარე ენგურის გადმოლახვა ვერ მოახერხა. ლემინჯავასთან ერთად სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ.

სხვა დამატებითი ინფორმაცია დაკარგულის ნათესავებს არ აქვთ.