ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 317 ადამიანს ჩაუტარდა, რის შედეგადაც 75 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა.
კოვიდცენტრებში 133 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 28-ის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5174 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 483 გახდა. გარდაცვლილთა რიცხვი 64-ს შეადგენს.