ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 181 ადამიანს, კორონავირუსი 15 პაციენტს დაუდასტურდა.

ვირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ხუთ კოვიდცენტრში 43 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 8 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 087 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 12 539 და გარდაიცვალა 205 პაციენტი.