ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 525 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 104-ს ვირუსი დაუდასტურდა.

კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვს კოვიდცენტრში 249 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 32-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 8563 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 6746 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 111 გარდაიცვალა.