ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილთა რიცხვი 191-მდე გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რიცხვი 191-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 431 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 37-ს  ვირუსი დაუდასტურდა. 

ექვს კოვიდცენტრში 176 პაციენტი მკურნალობს, 24 მათგანის მდგომარეობა მძიმეა. 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 025 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 11 628 პაციენტი.