ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი 11 411-მდე გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 519 ადამიანს ჩაუტარდა, ვირუსი კიდევ 56 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვს კოვიდცენტრში 259 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 42-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 11 411 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 9 782 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 168 გარდაიცვალა.