ოკუპირებულ გაგრაში მეხანძრეებს ხანძართან გამკლავება უჭირთ

ოკუპირებულ აფხაზეთში მეხანძრეებს ხანძართან გამკლავება უჭირთ. ამის შესახებ რეგიონის ე.წ. სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა დავით გბანგბამ ადგილობრივ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, მაშველებს შეუძლიათ საცხოვრებელი სექტორის უსაფრთხოების უზრუნვეყოფა, თუმცა არ შეუძლიათ ცეცხლის ჩაქრობა ტყეებში, რთულად მისადგომ ადგილებში. 

მან საჭირო ტექნიკის ნაკლებობაზე ისაუბრა. 

ხანძარი ძველ გაგრაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა. ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიას უახლოვდება.