ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა.

ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 265 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 84-ს დაუდასტურდა. კორონავირუსით კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა.

კოვიდცენტრებში 131 პაციენტი მკურნალობს, მათგან 28-ის მდგომარეობა მძიმეა.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 5 732 შემთხვევაა დაფიქსირებული. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 3 661 გახდა. 77 კოვიდდადასტურებული პაციენტი გარდაიცვალა.