ოკუპირებულ ცხინვალში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში, დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცლებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 192 ადამიანს ჩაუტარეს და აქედან 83 პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში, პანდემიის დაწყების დროიდან, COVID-19-ით სულ 917 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 827 შემთხვევა 15 სექტემბრიდან, ანუ რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ გამოვლინდა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსს 11 ადამიანი ემსხვერპლა.