ოკუპირებული გალის დასახმარებლად ცენტრალური ხელისუფლება მზადყოფნას გამოთქვამს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სრულ მზადყოფნას გამოთქვას ოკუპირებული გალის დასახმარებლად.

როგორც უწყებაში report.ge-ს განუცხადეს, საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია კომუნიკაცია.

"ოკუპირებული გალის რაიონში გავრცელებულ ხანძართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 5 იანვარს, დილიდან რამდენჯერმე გააქტიურდა ცხელი ხაზი და საოკუპაციო რეჟიმს გადაეცა ცენტრალური ხელისუფლების სრული მზადყოფნა ნებისმიერი მიმართულებით დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.

აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს კომუნიკაცია ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებით", - განუცხადეს უწყებაში report.ge-ს

ცნობისთვის, ოკუპირებული გალში ძლიერი ხანძარია. წინასწარი ინფორმაციით დამწვარია სამი სახლი. გამოცხადებულია ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია.