ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 199 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 28 პაციენტს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 842 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 12 387 და გარდაიცვალა 202 პაციენტი.