ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 261 ადამიანს, კორონავირუსი 34-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 54 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 13 121 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 12 560 და გარდაიცვალა 205 პაციენტი.