ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 259 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც ვირუსი 48-ს დაუდასტურდა.

ხუთ კოვიდცენტრში 107 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 34 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის პერიოდში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 14 918 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 224 და გამოჯანმრთელდა 13 868 ინფიცირებული პაციენტი.