ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 404 ადამიანს, მათგან ვირუსი 53 -ს დაუდასტურდა.

გუდაუთის საავადმყოფოში 97 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, 23-ის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 165 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 230 და გამოჯანმრთელდა 14 360 ინფიცირებული პაციენტი.