ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 228 ადამიანს, მათგან კორონავირუსი 47 პაციენტს დაუდასტურდა.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ხუთ კოვიდცენტრში 57 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 908 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 12 387 და გარდაიცვალა 202 პაციენტი.