ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დადასტურდა და გარდაიცვალა კიდევ სამი ადამიანი.

ამ დროისთვის, გუდაუთის საავადმყოფოში 119 კოვიდინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 31-ის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 036 შემთხვევაა დაფიქსირებული, 1 267 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 31 გახდა.