ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ლაშა ტალახაძემ და გიორგი ასანიძემ ვაქცინა გაიკეთეს

ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან ვაქცინაცია  საჩხერის სამედიცინო ცენტრში ჩაიტარა.

ჩემპიონმა საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ასევე გაიკეთა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ. 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვაქცინაციის პროცესი 19 მარტს დაიწყო. ცენტრში ვაქცინაცია შესაძლებელია, როგორც წინასწარი რეგისტრაციით, ისე ცოცხალი რიგის დაცვით.