თბილისის 5 რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისის ცალკეულ უბნებს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ. მიზეზად გეგმიურ-პროფულაქტიკური სამუშაოები სახელდება.

უბნების ჩამონათვალს Report.ge გთავაზობთ:

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მარკო პოლოს, ალექსანდრე მაჭავარიანის, დავით ბატონიშვილის, პეტრიწის, მეფე მირიანის, მიხეილ თამარაშვილის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, ზემო ვეძისის დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, ვახუშტი ბაგრატიონის, გოძიაშვილის, გაგარინის, გოთუას, ბროწეულის, იასამნის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ივანე (იოანე) მარუშიძის, ლვოვის, მამია ალასანიას, ალმასიანის, ყუშიტაშვილის, უნივერსიტეტის და კარტოზიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონების, სამგორის დასახლების, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლადო კოტეტიშვილის, აკაკი ჩხენკელის, ბარბარე მაჭავარიანის, რწმენის, ჯავახეთის, ვიქტორ კუპრაძის და ქინძმარაულის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი რესპუბლიკის მოედნის, მელაანის, გუჯარეთის, ალადაშვილის, დმანისის, ერევნის, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის და ლადო მესხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, ულიანოვის, ჭრებალოს, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ვარდევანის, ხეჩუაშვილის, უწერის, ლიბანის, ყუშიტაშვილის, დავით სარაჯიშვილის, გაგრის და ბარისახოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის II მიკრორაიონის, ავჭალა-1 დასახლების, სამხედრო დასახლების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების, თეთრი ტბის, მარკ ბრონშტეინის, კორინთას, ხევძმარის, ილია ვეკუას, რამაზ შენგელიას, ალეკო გობრონიძის, ქერჩის, ხიზაბავრის, შეშელიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იერუსალიმის მოედნის, გომის, გრიშაშვილის, თონეთის, ასკანის, ბეთლემის, ჯვარედინის, ჰოვანეს თუმანიანის და კოტე აფხაზის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.