ომბუდსმენი: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა

ომბუდსმენის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა შეწყვიტა.

"ჩემი თხოვნის შემდეგ მან შიმშილობა შეწყვიტა და დამიდასტურა, რომ წყვეტს შიმშილობას დროებით",-განაცხადა ნინო ლომჯარიამ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებულმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა სია გასაჯაროვდა. მათშორის გიორგი მამალაძე არ აღმოჩნდა.