ომბუდსმენისა და მეუფე იაკობის შეხვედრა დღეს გაიმართება

ნინოწმინდის პანსიონის ახლადდანიშნული მმართველის, მეუფე იაკობისა და ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას შეხვედრა ხვალ, 17 ივნისს გაიმართება.

ისინი თბილისში, 11 საათზე საპატრიარქოს უნივერსიტეტში შეხვდებიან ერთმანეთს.

სავარაუდიდ, აღნიშნულ შეხვედრაზე გაირკვევა მისცემს თუ არა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების საშუალებას.