"ომიკრონი" ქვეყანაში გავრცელებული Covid 19-ის შემთხვევების 10%-ს შეადგენს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით "ომიკრონმა" ქვეყანაში ცირკულირებული Covid 19-ის შემთხვევების 10% შეადგინა. შტამი ინფიცირების შემთხვევებიდან 600-მდე შემთხვევაში დადასტურდა. ამ დრომდე ჰოსპიტალში "ომიკრონით" მხოლოდ 8 ადამიანი მოხვდა. 

"დღეს, დიდი ალბათობით, საერთო დადასტურებული შემთხვევების 10% შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ომიკრონი. იმატებს ბავშვთა ასაკში, ანუ 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა კატეგორიაში შემთხვევების რაოდენობა. ჯერჯერობით, ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.