ომიკრონის ვარიანტი შეიძლება იყოს სინათლე გვირაბის ბოლოს - ბიძინა კულუმბეგოვი

ალრეგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი, აცხადებს, რომ ქვეყანაში ქვეყანაში ომიკრონის გამოჩენამ შესაძლოა პანდემია დაასრულოს, თუმცა ამ დრომდე ნაადრევია საუბარი ეპიდემიის სახეცვლილებაზე. 

"ომიკრონის ვარიანტი, შესაძლოა იყოს გვირაბის ბოლოს სინათლე", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

"ხშირად ისმის მსგავსი შეფასება საქართველოშიც და საერთაშორისო მედიაშიც, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ჯერ მხოლოდ გვირაბის შესასვლელში ვართ", - ნათქვამია მის პოსტში.