ონთან განმეორებითი მიწისძვრა მოხდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ისევ ონთან, სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა. 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავემ ამჯერად 3.7 მაგნიტუდა შეადგინა. 

გამეორებითი მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:55 საათზე დაფიქსირდა.