დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. 

ნინოობასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა აღევლინება.

საეკლესიო გადმოცემით, წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო. ის საქართველოში მე-4 საუკუნეში, მეფე მირიანის მეფობის ხანაში ჩამოვიდა. მას უკავშირდება 326 წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

წმინდა ნინოს ხსენებას მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: პირველ ივნისს მისი საქართველოში შემოსვლის დღეს, 27 იანვარს კი, მისი გარდაცვალების დღეს.