ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს მაშველებმა და ოჯახის წევრებმა დღეს ცხვარიჭამიასთან მიაგნეს. 

ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

report.ge გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.