ორ კვირაში კატასტროფა იქნება, ალბათ მიხვდით, რატომ წამოვედი საქართველოდან - ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 

ფხაკაძე ტრადიციულად წერს, რომ რეალური მაჩვენებლის მისაღებად, როგორც ინფიცირებულთა, ისე გარდაცვლილთა დადასტურებული რაოდენობა 4-ზე უნდა გამრავლდეს.

"10,000x4=40,000!

 მათემატიკა ისწავლეთ!

 მართლა ამოვიდა ყელში ამდენი ტყუილი და არაპროფესიონალიზმი!

 გაანადგურეს ქვეყანა!

 ორივე პარტია არის დამნაშავე, და არ დამიწყოთ ახლა სისულელეების წერა!

 ორ კვირაში ქვეყანაში იქნება კატასტროფული მდგომარეობა!

 ყველას გირჩევთ, ვისაც ეს ეხება, დაიწყეთ ჯანგბადის მომარაგება!

 ალბათ მიხვდით, თუ რატომ დავრჩი დაგეგმილზე მეტ ხანს თბილისში და რატომ წამოვედი გუშინ   საქართველოდან. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე" - წერს ფხაკაძე.