ორი ქვეითი დაშავდა რუსთავში ავტოავარიისას

ორი ქვეითი დაშავდა რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.  თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, გზის პირას მდგარ ქალებს მაშინ დაეჯახა, როცა ისინი ქუჩის გადაკვეთას ცდილობდნენ. 

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე გადავიდა. 

დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა.