თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი კიდევ 2 პირს დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა report.ge-ის განუცხადა, რომ ორივე პაციენტი მამაკაცია და სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ამასთან, არცერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე არ არის. 

კოვიდინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ისინი ახლა მცხეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.