ორშაბათს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

„თელასი“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ორშაბათს, 30 სექტემბერს თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროერეგიის მიწოდება შეეზღუდება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 30 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, წერონისის, კეხვის, ახალმოწამეთას, ხუდადოვის, ელო ანდრონიკაშვილის და იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონიგეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების, ავშნის, ნუშის, მონადირის და ნიჟარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ბუდაპეშტის, ართმელიძის, ვაზისუბნის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების III, IIIა მიკრორაიონების, დვალის და თაყაიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის VII კვარტლის და კალაუბნის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ბაქრაძის და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კიკეთის მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ტაბიძის, რაზმაძის, კლდიაშვილის, აბაშელის და მარუხის გმირთა ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, პეტრიაშვილის, თერგის, გოგებაშვილის, შანიძის და ბაშალეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის შესახვევის, მეტეხის აღმართის, ევროპის მოედნის, რუისის, მეტეხის, ჩეხოვის და ჯორბენაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II მიკრორაიონის და კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.“