ორსული ანა ლიპარტია "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა

28 კვირის ორსული ანა ლიპარტია, დღეს ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში "ფაიზერის" წარმოების ვაქცინით აიცრა.

ახალგაზრდა ქალი მე-3 შვილს ელოდება.

ამბობს, რომ გადაწყვეტილება ოჯახისა და შვილების დასაცავად მიიღო და არ ღელავდა.

ვაქცინაციის პროცესი ყოველგვარი გართულების გარეშე წარიმართა.

ცნობისთვის, 13 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა.

სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.