ორთაჭალაში ხანძარი გაჩნდა

ორთაჭალაში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახსა და მწვანე ნარგავებს გაუჩნდა. 

ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.