ოზურგეთში ხანძარია

ოზურგეთში, სოფელ წითელმთაში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად შენობის ორივე სართული დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. 

ადგილზე მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.