ოზურგეთის სოფელ შემოქმედში სახლი დაიწვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ორსართულიანი სახლი დაიწვა. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა, შესაბამისად დაშავებულები არ არისნ. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა. დასკვნას ექსპერტიზა გააკეთებს. 

ადგილზე მობილიზებულმა სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლო.