ოზურგეთში დაკარგული მოზარდი იპოვეს

პოლიციამ გურიაში გაუჩინარებული მოზარდი იპოვა. ამის შესახებ Facebook-ზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა დაწერა.

ოზურგეთიდან დაკარგულ 17 წლის გოგოს, მარიამ ბურჭულაძეს გურიასა და აჭარაში სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

დაკარგული მარიამ ბურჭულაძე სოფელ გუმში ცხოვრობს, ბოლოს მოზარდი, ვიდეოკამერებმა ოზურგეთი - ქობულეთის ავტომაგისტრალზე ფეხით მიმავალი დააფიქსირეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ
მუხაესტატეს შემდეგ კი გოგონას კვალი დაიკარგა.