ოზურგეთში მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა

ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის მცირეწლოვანი.

ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.