ოზურგეთში ოთხი ადამიანი გაზით მოიწამლა

ოზურგეთში ოთხი ადამიანი ბუნებრივი აირით მოიწამლა. მათგან სამი ქალი და ერთი მცირეწლოვანი ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანეს.

კლინიკის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალბატონები არიან მოთავსებულნი და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

 სამი წლის ბავშვს ინტენსიური თერაპია არ დასჭირვებია.