ოზურგეთში საფლავები გაძარცვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის სასაფლაოზე 10-მდე საფლავი გაძარცვეს. წაღებულია ღობის და კარების ფრაგმენტები. 

report.ge-ს შსს-ში განუმარტეს, რომ გამოძიება 258-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.