პაატა იმნაძე: დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში

დარჩით სახლში, ოღონდ საკუთარ სახლში, არა მეზობლის ან მეგობრის სახლში, – ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ვიდეო გაავრცელა, სადაც ექიმები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.